მას მატჩის წინ სპეციალური პრიზი გადაეცა, გასახდელში კი თანაგუნდელებისგან საჩუქრად ტორტი მიიღო, რომელიც ჭამის მაგივრად სახეში შეაზილეს.
როგორც ანდრეი პიატოვი ამბობს, ამის ინიციატორები დავით ხოჭოლავა და მიკოლა მატვიენკო იყვნენ.
"ცოტა ტორტი გავსინჯე, გემრიელი იყო, მაგრამ ახლა ხოჭოლავა და მატვიენკო ჩემი მტრები არიან, ეს ყველაფერი მათ დაიწყეს. არ მახსენდება, რომ ასე ვინმესთვის მიელოცოთ" - ღიმილით განაცხადა უკრაინელმა მეკარემ.
დღეს, 23 ოქტომბერს პიატოვის და ხოჭოლავას "შახტარი" ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურში შეიყვანეს