walfoot.be: ჩაკვეტაძე პატარა პრინცი და გენიოსია - აზარს ჰგავს

AutoSharing Option
ბელგიურმა walfoot.be-მ ჩემპიონატის მე-12 ტურში "შარლერუასთან" მატჩში დუბლით თავგამოჩენილი "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე აქო და ადიდა.

"რა თამაშები გადაარჩინა! ქართველი ტალანტის დამსახურებით ახალმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა დანაპირების შესრულება და სიამოვნების მიღება დაიწყო. ჯერ კიდევ გასულ სეზონში დავრწმუნდით, რომ ის რაღაც განსაკუთრებულია.  ახალგზრდა ქართველი გრძნობს ბურთს, წარმართავს თამაშს და როდესაც უტევს, შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერი შეუძლია გააკეთოს.

2018/2019 წლების სეზონი მისი იქნება.

"ოსტენდესთან" ფანტასტიკურად ასპარეზობის და გატანილი გოლის შემდეგ, მან "შარლერუასთან" იცეკვა. ის დაცვასაც ეხმრებოდა, ეძებდა თავისუფალ ზონებს, ორი მომაკვდინებელი გოლი
გაიტანა. თამაშის სტილით ჩაკვეტაძე მძლავრ ედენ აზარს ჰგავს".

აი, რა თქვა ნამატჩევს "შარლერუას" თავკაცმა ფელიჩე მაზიმ:"მისი სახით ჩვენს მეტოქეს მოედანზე ძალიან დიდი მოთამაშე ჰყავდა. მან ძლიერი დარტყმა მოგვაყენა და არამარტო გატანილი გოლებით, არამედ თამაშითაც".

"ახლა პატარა პრინცმა "გელამკო არენიდან" კვლავ უნდა დაგვარწმუნოს, რომ დიადი ტალანტია და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი შეუძლია გახდეს", - ასკვნის გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა სურათია ძეგლი რო მოწყვიტიო მიწიდან და ჰაერში ააგდო ..თან სტადიონის შიგნიდან როარი გადაღებული თანაგუნდელი უღებს თუ რა ... მეორე მხარეს არ იყო ფოტოგრაფი .. უფრო უკეთესი ფოტო ვერ ნახეთ .... ისე უმაგრესი ხარ გაიხარე მომავალი მესი ხარ.... უბრალოდ ეს სურათი კომიკურს უფრო გავს
reali
03:53 29-10-2018
8
რა სასიამოვნოა როდესაც ქართველზე ასე საუბრობენ , თან ქართველ ფეხბურთელზე :)
George
03:56 28-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული