ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Sport-ის შემდეგ ESPN: ბარსელონა ყურადღებას იჩენს ჩაკვეტაძის მიმართ, მას დიდი პროგრესი აქვს

AutoSharing Option
გუშინ ესპანური "სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და ანდორის მატჩს "ბარსელონას" სკაუტები გიორგი ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად დაესწრებიან, სხვა გავლენიანი სპორტული სააგენტოებიც გამოეხმაურნენ.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო სპორტულ პორტალ ESPN-ზე ვკითხულობთ:

"ბარსელონა" დიდ ყურადღებას იჩენს 19 წლის ქართველი შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ, რომელმაც დიდი პროგრესი განიცადა და ბელგიაში, "გენტის" რიგებში შესანიშნავი სეზონი აქვს".

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე ანდორა საქართველოს ნაკრებს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბის სკაუტები შეხვედრას გიორგი ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად დაესწრებიან.

altsport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად

ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!
ასევე დაგაინტერესებთ