sport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტი" იუწყება, რომ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში დიდებულ სეზონს ატარებს და ერთა ლიგის მატჩზე ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე მის თამაშზე დასაკვირვებლად სკაუტებს გაუშვებს.

საიტი მკითხველს აუწყებს, რომ ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებში ჩინებულად ასპარეზობს, 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, "ბარსა" მისი სამსახურით დაინტერესდა და ხვალინდელ მატჩზე დასასწრებად თავისი წარმომადგენლებისთვის აკრედიტაცია მოითხოვა.

"მან 17 წლის ასაკში "დინამოში" 5 გოლი გაიტანა, ბელგიაში ადაპტაცია არ გაჭირვებია, "გენტის" წამყვანი ფეხბურთელია, ამ სეზონში 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა
გააკეთა.

ის კარგი შემტევია, პლეიმეიკერია, შეუძლია ითამაშოს თავდასხმაშიც, სწრაფია, ადვილად ატყუებს მეურვეებს, კარგი დატყმა აქვს,  ორივე ფლანგიდან წარმატებით მიაქვს იერიშები მეტოქის კარზე და მისი შეჩერება ძნელია.

გიორგის დარ ფეხბურთელებს აფასებენ "ბარსელონაში" და მას აქ პროგრესირების საუკეთესო საშუალება ექნება. მისი ნიჭი გასაოცარია", - წერს საიტი.

"სპორტი" იხსენებს, რომ როდესაც ბლაუგრანას ახალგაზრდულ გუნდს სერხი ბარხუანი წვრთნიდა, ჟერარ დეულოფეუსთან ერთად ქართველი ლეგიონერი გიორგი ჭანტურია თამაშობდა და ის გუნდი ჩემპიონი გახდა.

alt"გიორგი ჩაკვეტაძის სახელს ბევრჯერ გავიგებთ" - პორტუგალიური პრესა ჩაკვეტაძეს დე ბრუინს და ლეო მესის ადარებს

alt"ჩაკვეტაძემ მაგარი გოლები შეაგდო, მაგისთვისაა ფეხბურთი მოგონილი" - შოთა არველაძე ნაკრებზე, ჩაკვეტაძეზე, კლუბზე

altInStat-მა ჩაკვეტაძე მბაპესთან და კლუივერტთან ერთად 21-წლამდელთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

მკითხველის კომენტარები / 29 /
თანაც ანდორა ისეთი ძლიერი ნაკრებია აუცილებლად თავს გამოიჩენდა ჩაკვეტაძე
0
ჩაკვეტაძე, როგორც ვიცით თავგადაკლული რეალის მომხრეა და როგორ მოთავსდება ერთად, ფანობა რეალის და წევრობა ბარსაში, გთხოვთ ამიხსნათ.
გია
20:00 15-11-2018
3

სიახლეები პოპულარული