ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა კვეკვესკირი: საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის და გუნდის გამოცვლის დრო არ იყო

AutoSharing Option
ყაზახური "სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა განმარტა, თუ რატომ არჩია "ტობოლში" დაჩენა.

- როგორ დაასრულა "ტობოლმა" სეზონი?
- ჩვენი მიზანი მესამე ადგილის დაკავება იყო, რასაც მივაღწიეთ კიდეც. ამოცანა გადავჭერით, სეზონი კი ჩვენი გუნდისთვის დადებითი გახლდათ. ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, იმ დონეზე არ ვიყავით, რომ "ასტანასთვის" და "კაირატისთვის" კონკურენცია გაგვეწია.

8 წლის განმავლობაში "ტობოლს" მედლები არ ჰქონდა მოპოვებული და ეს ტრადიცია დავარღვიეთ. შემდეგ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე ვიასპარეზებთ. კლუბში სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება და გუნდში ძლიერი ფეხბურთელები გვყავს... ამიტომ, ევროტუნირზე
ჩვენი სიტყვის თქმას შევეცდებით.

- ახლახან ჯაბა კანკავასთან ერთად "ტობოლთან" კონტრაქტი გააგრძელეთ. გვეგონა, უფრო ძლიერ ევროპულ კლუბებში გააგრძელებდით კარიერას...
- არა მგონია ყაზახეთის ჩემპიონატი სუსტი იყოს, პირიქით, ჩემს მოსაზრებას "ასტანას" ევროპა ლიგაზე ასპარეზობა ადასტურებს. მართალი გითხრათ, ევროპიდან ისეთი შემოთავაზება არ მქონია, რომ ყველაფრისთვის ხაზი გადამესვა და იმ გუნდიდან წავსულიყავი, რომელიც ყაზახეთში ერთ-ერთი ლიდერია და სადაც მე ძალიან მენდობიან.

ამას გარდა, მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ ნაკრებს ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩები ელის და ახლა ექსპერიმენტების და ახალი თავგადასავლების დრო არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ