ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა "ტობოლთან" კონტრაქტები გაახანგრძლივეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა ყაზახურ "ტობოლთან" კონტრაქტები გაახანგრძლივეს.

ამის შესახებ ინფორმაციას "ტობოლის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კანკავა და კვეკვესკირი "ტობოლში" კიდევ ორი წლით დარჩებიან.

საიტის ცნობით, კანკავა ყაზახეთის 2018 წლის ჩემპიონატში საყრდენ ნახევარმცველებს შორის, Instat-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა. კანკავამ სულ 30 მატჩი (2616 წუთი) გამართა, სადაც 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ნიკა კვეკვესკირმა კი საყრდენ ნახევარმცველებში, Instat-ის რეიტინგის მიხედვით, მე-7 ადგილი დაიკავა. კვეკვესკირმა 24 მატჩი (1578 წუთი) გამართა, სადაც 2 გოლი და 4 საგოლე
გადაცემა გააკეთა.

altნიკა კვეკვესკირი: შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ არა ისეთი ქვეყნებიდან, თქვენ რომ გაგიხარდებათ

altჯაბა კანკავას გატანილი ბურთი ერთა ლიგის თვის 10 საუკეთესო გოლში შევიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული