ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბელგიური პრესა: "გენტის" მატჩში გიორგი ჩაკვეტაძეს პსჟ-ს და "მანჩესტერის" სკაუტები დააკვირდნენ

AutoSharing Option
ბელგიური Voetbalprimeur.be-ის ინფორმაციით, "გენტისა" და "შარლერუას" მატჩს, რომელიც ქართველების გუნდმა 2:0 დათმო, პსჟ-ს და "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები ესწრებოდნენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული ტოპ-კლუბების სიაში აღნიშნულ თამაშში ორი მოთამაშე - ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე და "შარლერუას" 19 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი არიან.

ბელგიური პრესა აღნიშნავს, რომ გარდა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პსჟ-ის გარდა მატჩს "ლევერკუზენისა" და "ფიორენტინას" სკაუტებიც ესწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით "ბარსელონა", "რომა", "ტოტენჰემი", "დორტმუნდი"
და სხვა კლუბები ინტერესდებიან, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა "გენტის" რიგებში ყველა ტურნირზე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt"გენტი" "შარლერუასთან" დამარცხდა - ჩაკვეტაძემ ჩვეულ დონეზე ისევ ვერ იასპარეზა

alt"მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ "ბარსელონა" მაკვირდებოდა, ეს არ გამიკეთებია" - ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძესა და მის მშობლებთან

alt"თუ ასე გაგრძელდა, TOP კლუბში ჩაკვეტაძის ტრანსფერი შეგვიძლია შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ"