21 წლის ნიდერლანდელი უნივერსალია და მას ვინგერად, ან 10 ნომრად შეუძლია თამაში. სიმონსი "ბლაუგრანას" აღზრდილია, შემდეგ პარიზულ გუნდში გადაბარგდა და ახლა კატალონიურ გრანდში დაბრუნების წინააღმდეგი არაა.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ პოზიციაზე "ბარსელონას" ხვიჩა კვარაცხელიასაც უკავშირებენ. ნიდერლანდელის სატრანსფერო ღირებულებად 80 მილიონი ევრო სახელდება.