ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ნასიონალი" "პორტოსთან" დამარცხდა - გიორგი არაბიძე განაცხადშიც არ ყოფილა

AutoSharing Option
გუშინ, 7 იანვარს, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა "პორტომ" "ნასიონალს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

სტუმართა 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა ახალგაზრდა ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე.

მას არც წინა ტურში "გიმარეაშთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა იმ შემთხვევაში 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

გიორგი არაბიძე "ნასიონალის" რიგებში 26 ოქტომბრის შემდეგ პირველად - 28 დეკემბერს, "ტონდელასთან" წაგებულ (2:1)  სათასო მატჩში გამოჩნდა და გოლიც გაიტანა, თუმცა მას შემდეგ კვლავ აღარ უთამაშია.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "ნასიონალში" გასული წლის
ზაფხულში დონეცკის "შახტარიდან" გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

altწინა მატჩში გოლის გამტანი არაბიძე "ვიტორიასთან" არ ათამაშეს

altგიორგი არაბიძის დედა: "დესნაზე" ცნობა ტყუილია, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვალა...

ასევე დაგაინტერესებთ