
26 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "კოლხეთის" რიგებში მხოლოდ 7 მატჩი გამართა.
როგორც აზიური კლუბის ვებგვერდი იუწყება, ჯიმშილეიშვილი სხვადასხვა დროს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო.
"პირველ რიგში, მინდა კლუბის ფანებს მივესალმო. მოხარული ვარ, რომ "ხუჯანდის" მოთამაშე გავხდი. არჩევანი საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის უნდა გამეკეთებინა და ტაჯიკეთი ავირჩიე. მინდა ბევრი ტურნირი მოვიგო. ეს ჩემი პირველი უცხოური კლუბია" - განაცხადა თორნიკე ჯიმშილეიშვილმა.
"ხუჯანდი" ტაჯიკეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა.