მარიო ბალოტელი "მარსელის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
28 წლის თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ "ნიცა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "მარსელში" ჩაირიცხა.

"მარსელმა" მას კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ადრე იუწყეს, რომ ახალი კლუბი ტრანსფერისთვის მარიოს 4 მილიონ ევროს გადაუხდიდა და კიდევ 1.4 მილიონს სხვადასხვა ბონუსების სახით.

სეზონის ბოლომდე 10 გოლის გატანის შემთხვევაში ბალოტელი 600 ათასს მიიღებს და კიდევ 800 ათასს სანიმუშო ყოფაქცევისთვის.

ბალოტელი "ნიცაში" 2016 წლიდან თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული