გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა, გაცუდებული თერთმეტმეტრიანი და "გენტის" გამარჯვება დრამატულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
ბელგიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "გენტმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში სტუმრად "ოსტენდეს" სძლია და ფინალში გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, საპასუხო მატჩში განაცხადში "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია არ შეიყვანა, რომელსაც დუბლებში ათამაშებს, ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კი 38-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. იმ მომენტისთვის "გენტი" 0:2-ს აგებდა, ტორუპმა გარისკა და ჩაკვეტაძე მოედანზე მცველ იგორ პლასტუნის ნაცვლად შეუშვა.

გიორგი აქტიურად ჩაერთო თამაშში, სამჯერ მეკარემ არ დაანება გოლის გატანა, თუმცა მისმა გუნდმა მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.
ორივეჯერ თავი ახალწვეულებმა გამოიჩინეს: 84-ე წუთზე ფორვარდმა სიორლოტმა ჩაკვეტაძის პასით და კომპენსირებულ დროში ნახევარმცველმა ბეზუსმა.

დამატებით დროში არაფერი არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი "გენტმა" 4:3 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

ჩაკვეტაძის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარემ ფეხით მოიგერია.



altმწვრთნელმა ჩაკვეტაძე განაცხადში დააბრუნა, მაგრამ არც ის ათამაშა და არც ქვილითაია

მკითხველის კომენტარები / 18 /
ნაციონალებიხარტ..
klaviaturis lomebs..wikos, qomags
31 იანვარი 2019 18:12
2
მაქსიმუმი ალკმაარი ან ვიტესის ან მათი დონის კლუბია, არავისზე ნაკლებად მეტად თუ არა ვგულშემატკივრობ და მინდა კარგ გუნდში რომ ითამაშოს, ამისთვის აქვს მაქსიმუმ ერთი წელი. მერე ქართული ხასიათი გინდა არ გინდა იღვიძებს... წარმატება გიორგის, ქართულ ფეხბურთს და სრულიად საქართველოს....P.S. რუსეთი ოკუპანტი და საქართველოს მტერია
Hitemup
31 იანვარი 2019 18:11
5
კარგი ფეხბურთელია მაგრამ უკეთესები გვყავს ბევრად..კვარაცხელია დავითაშვილი აი ვინ არის საუკეთესოები.
იოანე
31 იანვარი 2019 18:09
5
რა ტოპ გუნდი რის ტოპ გუნდი? საერთოდ აზრზე ხართ რას ლაპარაკობთ? სადაც არის იქაც სათადარიგოზე ზის. ორი მატჩის კარგად თამაში არ ნიშნავს ვარსკვლავობას!
დავით
31 იანვარი 2019 15:08
15
მაგრად მოუკლო ამან,,ვარჯისე დაგვიანებები და ხამის კლუბების გამოა ეს ყველაფერი..
wiko
31 იანვარი 2019 14:43
20
მოიცა, ეს ყველაფერი შენ პირადად ნახე?! თუ არა, მაშინ ნუ ჭორიკნობ დედაკაცივით
qomagi
31 იანვარი 2019 15:43
2
ვინ მოეთრა ეს მწვრთნელი მოგება ჭირდებოდა და გიო თავიდანვე უნდა ეთამაშებინა. ქვილითაია უნდა წავიდეს ისეთ გუნდში სადაც ათამაშებენ. ჩაკვეტაძეს კი მეტი ცივსისხლიანობა მართებს,მაგრამ არაუშავს ჯერ ახალგაზრდაა. წარმატებები ბიჭებო მეამაყებით ორივე გიორგი
გოგა
31 იანვარი 2019 13:56
2
ვულოცავ ბიჭებს ფინალში გასვლას.პენალტის ეპიზოდში გიო მეკარის მოძრაობას ელოდებოდა და ვერ გადაწყვიტა საით დაერტყა.არა უშავს,ეგეც მოვა გამოცდილებით,თუ არა და დაარტყი ცხრიანში, გოლია.ეგ ახალი ბიჭები კი ფიზიკურად ძალიან ძლიერები ჩანან და ქვილითაიას გაუჭირდება ძირითადში ჩადგომა.რაკი მაგათ გოლების გატანა დაიწყეს,მწვრთნელი ცვლილებებს აღარ მიმართავს.
სოსო
31 იანვარი 2019 12:25
2
ქვილითაია და ჩაკვეტაძე პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა წავიდნენ გენტიდან, საერთოდ ბელგიიდან! მაქ მაგათ არ გაახარებენ. ეს ბელგია არის ქართველი ფეხბურთელებისათვის შახტარზე უფრო მკვლელი!
aburjga
31 იანვარი 2019 10:04
13
Alex.F-ს! ისე რომ იცოდე რუსეთის ჩემპიონატი დონით მეხუთეა და არა მგონია გაქაჩოს! შენი არ ვიცი მაგრამ რუსეთის ჩემპიონატზე ბევრს ეგრევე პუტინი ახსენდება. არადა მაგას ძიუდო უყვარს!

ვისაც ტოპ კლუბებში გინდათ რომ ითამაშოს,სტატისტიკას დაეყრდენით თუ რამდენ კმ დარბიან ერთ მატჩში. მერე გამოიტანეთ დასკვნები, არის მზად ამისთვის ჩაკვეტაძე?
დავით 67
31 იანვარი 2019 23:56
1
სად ამოიკითხე რუსეთში და ყაზახეთში წასვლის შესახებ? ევროპაში ბელგიის გარდა სხვა ქვეყანა არ გაგიგონია?! მაგალითად ოლანდია, საფრანგეთი,ჰავსტრია, შვეიცარია, მეორე ბუნდესლიგა... კიდევ გავაგრძელო?!
aburjga
31 იანვარი 2019 16:00
3
ყველა გამოხმაურება
Gilocav gio! Ukve 28 mathshi 5 goli da 8 pasi.araa cota jer naxevari sezoni gavida. Es mxolod klubshi gaketebuli rezulltatia.!))
Kika
31 იანვარი 2019 09:02
2
მწვრთნელი არის ქლიბი!!! 38-ე წუთზე შეუშვა მოედანზე გიო. კიდევ კარგი მიხვდა, რომ გამოეყვანა
ჯეკო
31 იანვარი 2019 07:13
1
საზეინკლო თუ ხის ქლიბი?
შალვა
31 იანვარი 2019 11:10
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული