ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გენტი" "ბრიუგეს" დაუზავდა - გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო, გიორგი ქვილითაია კი არ ათამაშეს

AutoSharing Option
3 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ბრიუგესა" და "გენტის" შეხვედრა 1:1 დასრულდა.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა გუშინ ორივე ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია შეიყვანა განაცხადში, თუმცა დღეს განაცხადში ჩაკვეტაძე არ იყო, ქვილითაია კი იყო, მაგრამ არ ათამაშა.

შეგახსენებთ, 30 იანვარს "ოსტენდესთან" თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. რაც შეეხება ქვილითაიას, უკანასკნელი მატჩი ჩემპიონატზე დუბლებში ჩაატარა.

"გენტი" 38 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 10 თებერვალს "მუსკრონს" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ