გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა, გაცუდებული თერთმეტმეტრიანი და "გენტის" გამარჯვება დრამატულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
ბელგიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "გენტმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში სტუმრად "ოსტენდეს" სძლია და ფინალში გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, საპასუხო მატჩში განაცხადში "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია არ შეიყვანა, რომელსაც დუბლებში ათამაშებს, ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კი 38-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. იმ მომენტისთვის "გენტი" 0:2-ს აგებდა, ტორუპმა გარისკა და ჩაკვეტაძე მოედანზე მცველ იგორ პლასტუნის ნაცვლად შეუშვა.

გიორგი აქტიურად ჩაერთო თამაშში, სამჯერ მეკარემ არ დაანება გოლის გატანა, თუმცა მისმა გუნდმა მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.
ორივეჯერ თავი ახალწვეულებმა გამოიჩინეს: 84-ე წუთზე ფორვარდმა სიორლოტმა ჩაკვეტაძის პასით და კომპენსირებულ დროში ნახევარმცველმა ბეზუსმა.

დამატებით დროში არაფერი არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი "გენტმა" 4:3 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

ჩაკვეტაძის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარემ ფეხით მოიგერია.



altმწვრთნელმა ჩაკვეტაძე განაცხადში დააბრუნა, მაგრამ არც ის ათამაშა და არც ქვილითაია

მკითხველის კომენტარები / 18 /
ნაციონალებიხარტ..
klaviaturis lomebs..wikos, qomags
18:12 31-01-2019
2
მაქსიმუმი ალკმაარი ან ვიტესის ან მათი დონის კლუბია, არავისზე ნაკლებად მეტად თუ არა ვგულშემატკივრობ და მინდა კარგ გუნდში რომ ითამაშოს, ამისთვის აქვს მაქსიმუმ ერთი წელი. მერე ქართული ხასიათი გინდა არ გინდა იღვიძებს... წარმატება გიორგის, ქართულ ფეხბურთს და სრულიად საქართველოს....P.S. რუსეთი ოკუპანტი და საქართველოს მტერია
Hitemup
18:11 31-01-2019
5

სიახლეები პოპულარული