ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან ხარაბაძემ "ნაპოლისთან" მატჩში საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო

AutoSharing Option
გუშინ, 14 თებერვალს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში "ნაპოლისთან" წაგებულ (1:3) მატჩში "ციურიხის" ქართველი მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე ცნობილმა სტატისტიკურმა ვებგვერდმა Whoscored.com-მა 6.4 ქულით შეაფასა.

Sportall.Ge

ეს შეფასება "ციურიხის" მოთამაშეებს შორის მხოლოდ 2-ს ჩამორჩება. ბენჯამინ კოლოლი 6.8 ქულით შეფასდა. მან თერთმეტმეტრიანი დარტყმით შვეიცარიელთაგან ერთადერთი გოლი გაიტანა. ანალოგიური შეფასება მიიღო ჰეკურან კიეჟუმაც.

მთლიანად მატჩში საუკეთესო კი "ნაპოლის" შემტევი ხოსე კალეხონი იყო, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. მან Whoscored-ისგან 8.6 ქულა მიიღო.

საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში, 21 თებერვალს გაიმართება.

altევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: ხარაბაძის "ციურიხი"

უშანსოდ, ხოჭოლავას "შახტარს" კი შანსი დარჩა [VIDEO]