თურქეთში სატრანსფერო სეზონი 8 სექტემბერს იხურება, იქაური "ტრაბზონსპორი" კი მარცხენა ფლანგის ქართველი ფეხბურთელით გაძლიერება სერიოზულად მოისურვეს - Sabah-ის ცნობით, ირაკლი აზაროვის შემდეგ ისინი თბილისის "დინამოს" მცველ ლევან ხარაბაძით დაინტერესდნენ.
21 წლის ხარაბაძეს შვეიცარიულ "ციურიხში" დამკვიდრებაში ხელი ტრავმებმა შეუშალა და ის ისევ მშობლიურ "დინამოს" დაუბრუნდა.
რაც შეეხება "ტრაბზონსპორს" - გუნდი თურქეთში ჯერ კიდევ მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე სერიოზულად გაძლიერდა - მარეკ ჰამშიკი, ჟერვინიო და ბრუნო პერესი გადაიბირა.
"ტრაბზონსპორს" კონფერენს ლიგის წილისყრაში არ გაუმართლა და პლეი-ოფიდან იტალიურმა "რომამ" გამოთიშა. თურქეთის სუპერლიგაში სამი ტურის
შემდეგ ამდენივე გამარჯვება აქვს, 12 სექტემბერს კი "გალათასარაის" უმასპინძლებს.
ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"ტრაბზონსპორმა" აზაროვის სანაცვლოდ თანხა დაასახელა