ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"წიტაიშვილი "იუვენტუსის" მცველებისთვის განსაკუთრებით საშიში იყო" - როგორ ეხმაურებიან ქართველის კარგ თამაშს

AutoSharing Option
ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი წიტაიშვილის კიევის "დინამომ" "იუვენტუსის" ასაკობრივი გუნდი 3:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

აღნიშნულ მატჩში უკრაინელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო 18 წლის ქართველი ფეხბურთელი.

გამოცემა goldtalant.com.ua წიტაიშვილის შესახებაც წერს:

"გატანილი გოლების მიუხედავად, "დინამო" დაცვაში არ ჩამჯდარა, შეტევა გააგრძელა. გიორგი წიტაიშვილი კი მეტოქის მცველებისთვის განსაკუთრებით საშიში იყო - იტალიური გუნდის დაცვა მას ვერ უმკლავდებოდა, თუმცა ახალგაზრდა შემტევს არ გაუმართლა" - წერს goldtalant-ი.

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა ხვალ, 22 თებერვალს გაიმართება.

altU19. "დინამო" (კ) - "იუვენტუსი" - წიტაიშვილს

ლორიამ გოლი არ გაატანინა