მატჩების დღე! 3 ქართული კლუბი ევროპაში, ქუთაისური მასპინძლობა და ავსტრალიელი მსაჯი...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, ქართული კლუბები უეფას რანგით მესამე, კონფერენს ლიგაზე ჩაერთვებიან.

ბათუმის "დინამო"

ალბანეთის ნაკრები იმ გუნდებს შორის შედის, რომლებთანაც ქართველებს დადებითი ბალანსი გვაქვს. ამ ორი ნაკრების მონაწილეობით არაერთი საინტერესო მატჩი შემდგარა. რაც შეეხება კლუბებს შორის დაპირისპირებას, აქ განსხვავებული ვითარებაა. ალბანური გუნდები ჩვენც დაგვიმარცხებია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მაინც მათ ეკუთვნით. ბათუმის "დინამო" კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე "ტირანას" შეხვდება და იმედი გვაქვს, მათ შემდეგ ეტაპს მიღმა დატოვებას ერთხელ მაინც მოვახერხებთ...

თბილისის "დინამომ" 2003 წელს "ტირანა"
პირველ მატჩში კომფორტული სხვაობით (3:0) რომ დაამარცხა, ყველას თავი მომდევნო ეტაპზე ეგონა, თუმცა განმეორებითი შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა და იქ ალბანელები უნაკლონი იყვნენ. თბილისელებს რევანშის აღების შესაძლებლობა 2020 წელს, კოვიდპანდემიის დროს მიეცათ, როცა ერთმატჩიანი დუელი თბილისში გაიმართა, მაგრამ ალბანეთის ჩემპიონმა ჩვენი ძალიან ცუდად მოთამაშე საუკეთესო გუნდი კვლავ (2:0) დაამარცხა, რომელსაც მაშინ კახა ჩხეტიანი წვრთნიდა.

Sportall.Ge

ჩხეტიანმა ალბანური "კუკსი" აქედან ერთი წლით ადრე, ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელის რანგში ორმატჩიან დუელში (5:4) ჩამოიტოვა. ამ ქვეყნის კლუბებთან ბოლო და ასევე პენალტების სერიამდე მიყვანილი შეხვედრა გასულ წელს გვქონდა, როცა "ტირანა" ჩემპიონი იყო, "საბურთალოს" კი კონფერენს ლიგაზე იქაური "პარტიზანი" დაუპირისპირდა. გორში სტუმრებმა (1:0) გაიმარჯვეს, საპასუხო მატჩში კი პენალტების სერიაში მეკარე თორნიკე მეგრელიშვილის მშვენიერი თამაში და შემდეგ ეტაპზე გასვლა ვნახეთ.

ალბანელები ძვირადღირებული ფეხბურთელებით ვერ დაიკვეხნიან. მათგან ყველაზე დიდი სატრანსფერო ღირებულება (550 ათასი) ცენტრალურ მცველ ერუონ ხოჩალარს აქვს, რომელიც გუნდში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. კოსოვოელი "ცხრიანის", ფლორიან ჰასანის ფასი 500 ათასი ევროა. ის ამჟამად ტრავმირებულია.

Sportall.Ge

ორივე გუნდის რიგებში ამ მხრივ საუკეთესო ჯოვინო ფლამარიონია. ბათუმელთა მთავარი შემტევის ფასი მილიონი ევროა. გამორჩეულია ახალწვეული გიორგი წიტაიშვილიც (600 ათასი ევრო). მათი კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი ლევან ხარაბაძეა (400 ათასი ევრო). გია გეგუჩაძის გუნდშია როინ კვასხვაძეც, რომელმაც "ტირანასთან" იმ გახსენებულ მატჩში სერიოზული შეცდომა დაუშვა. როინი მაშინ თბილისის "დინამოში" იყო. ბათუმელთა ძირითადი კიპერი ბელარუსი ჩიჩკანია.

წინა წელს ბათუმურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ გაუმართლა, ვლადიმირ ვაისის, გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის "სლოვანთან" დრამატულად დამარცხდა. რაც შეეხება კონფერენს ლიგას, ორი წლის წინ გეგუჩაძის გუნდს საკმაოდ კარგი პერიოდი ჰქონდა, რაც მესამე ეტაპზე თურქულმა "სივასპორმა" შეაჩერა. მანამდე სან-მარინოს "ტრე პენე" და ბელარუსის "ბატე" დაამარცხეს. თუკი "ტირანას" ბარიერს გაივლიან, მათ კვლავ თურქული კლუბი ელით, ამჯერად - "ბეშიქთაში".

პირველი შეხვედრა ტირანაში, "არენა კომბიტარიზე", დღეს, 13 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მას ინგლისის პრემიერლიგის არბიტრი, 36 წლის ჯოუნსი გაუძღვება.

ბათუმელთა სავარაუდო შემადგენლობა: ჩიჩკანი - ჩაბრაძე, კობახიძე (C), ბალიჩი, გიორბელიძე - მამუჩაშვილი, ტეიდი - წიტაიშვილი, ბიძინაშვილი, იაკობსენი - ფლამარიონი.

21:00 სთ. ქუთაისი. "ტორპედო" - "სარაევო" (ბოსნია)

მსაჯი: ლევი (ისრაელი);

21:30 სთ. დუნაიკა სტრედა. "დუნაიკა სტრედა" (სლოვაკეთი) - "დილა"

მსაჯი: ჟილე (ავსტრალია).

altრას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

altფიროსმანი "ტორპედოს" მაისურზე, აზრთა სხვადასხვაობა, ახალწვეულები და მეორე ავღანელი...

მკითხველის კომენტარები / 37 /
არარატ-არმენიაც იგებს და პიუნიკიც, გილოცავთ სომეხო ძმებო
ზვიადი
20:27 13-07-2023
1
Dges fundevinkiqra jogi btamashoba amxela qveyanashi ori normaluri gundi ver chamoayalibes ro yovel cels jgufur wtapze itamashon es xo nakrebistvistabkargi iqneboda. Jogia aba raari biujetidan dafinansebuli xrova
Lasha
20:08 13-07-2023
1

სიახლეები პოპულარული