ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

A Bola: გიორგი არაბიძე "ბოავიშტასთან" ძირითადში ალბათ არ იქნება

AutoSharing Option
პორტუგალიური გამოცემა A Bola წერს, რომ "ნასიონალის" მთავარი მწვრთნელი კოშტინია "ბოავიშტასთან" მატჩში რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, იძულებით ცვლილებებთან ერთად, კოშტინია გიორგი არაბიძესაც არ დააყენებს ძირითად შემადგენლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ "ავეშთან" კარგად არ უთამაშია და მის ადგილს გამოჯანმრთელებული ჟოტა დაიკავებს.

ვნახოთ, რამდენად გამართლდება A Bola-ს მოლოდინი და რამდენად ჩაანაცვლებს გიორგი არაბიძეს ჟოტა, რომელსაც წელს პრიმერა ლიგაში 21 თამაში აქვს ჩატარებული, გოლი არ გაუტანია და მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აქვე, ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობას ვერც "ნასიონალის" მეორე ქართველი შემტევი ავთო
ებრალიძე
მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ