ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მარცხის მიუხედავად - ვაკო გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
პოლონური "გურნიკის" ნახევარმცველი ვაკო გვილია ექსტრაკლასას 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელის კლუბი 7 აპრილს გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, ვარშავის "ლეგიასთან" დამარცხდა (1:2), თუმცა გვილია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 28-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

Sportall.Ge

"გურნიკი" 76-ე წუთამდე იგებდა კიდეც, თუმცა დარჩენილ დროში ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ მატჩი მინიმალური სხვაობით დათმო.

ვაკო გვილიას გუნდი რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს.

ტეგები: