გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ ვარჯიში ვარშავის "ლეგიაში" განაახლა და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც დედაქალაქურ გუნდთან გააფორმებს.

პოლონური Legionisci წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ყოფილ კლუბს მათთან ვარჯიშის უფლება სთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო, თუმცა წყაროზე დაყრდნობით, "ლეგიას" ხელმძღვანელობა ქართველს აკვირდება, რადგან გუნდი ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაშია გასაძლიერებელი.

როგორც გვილიამ Europop-ს განუცხადა, გუნდში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და დიდი ალბათობით, კლუბთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრების მაისური 47-ჯერ მოირგო და თავი 3 გოლითაც გამოიჩინა.

წყარო:
Europop
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
სულ მეგონა, რომ გვილია თავისი მონაცემებით დიდი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ ისე მინავლდა, რომ თავი ვერაფრით გამოიჩინა.
ზურაბი
12:16 23-03-2023
1
ტიპი სამგურალის დონესაც ვერ დააკმაყოფილებდა და სუ ნორმალურ ტრანსფერს კი ჩითავს.ვინ ჰყავს აგენტი? Მაგან უნდა თქვას იღბალი მაქვსო ვატო არველაძესავით
ბაბუაწვერა
15:13 22-03-2023
29

სიახლეები პოპულარული