ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" ზაგრებში "დინამოს" ფრე გაუგორა

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ზაგრებში "დინამოსა" და ლაშა დვალის "ფერენცვაროშს" შორის 1:1 დასრულდა.

"დინამო", რომელმაც წინა წრეში "საბურთალო" გამოაგდო, დებიუტში დანიელ ოლმოს გატანილი გოლით დაწინაურდა, მეორე ტაიმში კი დავიდ ზიგერმა საპასუხო გოლი გაიტანა და უნგრულმა გუნდმა სასურველ ფრეს მიაღწია.

დვალმა კვლავ შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშა.

თამაშს 37 168-ადგილიან "მაკსიმირზე" 14 383 მაყურებელი დაესწრო და ნამტჩევს "ფერენცვაროშის" მწვრთნელმა სერგეი რებროვმა კომენტარი გააკეთა:

"გაშვებულმა სწრაფმა გოლმა არ დაგვაბნია, თუმცა მეტოქისგან ამის შემდეგ უფრო მძლავრ ზეწოლას ველოდი, გასვლაზე
გოლი გავიტანეთ, ფრეს მივაღწიეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს. ეს მშვენიერი შედეგია. ნახეთ ერთი, ჩვენი მოწინააღმდეგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები".

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 13 აგვისტოს ბუდაპეშტში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
2 წლის წინ ვამბობდი, რომ დვალი ნომერ პირველი მცველი იყო საქართველოს ნაკრებში და დამტკიცდა კიდეც, მას არც ერთი სეცდომა არ დაუშვია, პოზიციას კარგად არჩევს, თავით კარგია, ფიზიკა იდეალური, ტექნიკაც, პასიც. თუ ლიგაზე მოხვდნენ და რაღაც შედეგი დადეს, აუცილებლად უკეთეს გუნდში აიყვანენ. ინგლისი მაგისთვის ზედგამოჭრილია
ვასო
11:26 07-08-2019
0
კარგია! წარმატებები.
david
10:09 07-08-2019
0

სიახლეები პოპულარული