ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თურქული გამოცემა: ლევან შენგელია "ქონიასპორის" ფეხბურთელი დღეს გახდება

AutoSharing Option
თურქული გამოცემა konhaber.com-ი წერს, რომ ქართველი გარემარბი ლევან შენგელია დღეს, 2 სექტემბერს, თურქეთის სუპერლიგის გუნდის, "ქონიასპორის" ფეხბურთელი გახდება.

როგორც ტექსტშია აღნიშნული, შენგელიას ტრანსფერის ინიციატორი "ქონიასპორის" მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც ფლანგის გაძლიერება სურდა და შენგელია შეარჩია.

არ სახელდება კონტრაქტის დეტალები და პირობები, თუმცა გამოცემა მხოლოდ იმას წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი ქონიაში დღეს, 2 სექტემბერს ჩავა და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ასევე დაგაინტერესებთ