ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საქართველოს ნაკრების ფორვარდი კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
Transfermarkt.de-ის მიხედვით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძემ "ტარაზი" დატოვა და კიზილორდინსკის "კაისარის" ფეხბურთელი 2020 წლის 1 იანვარს გახდება.

27 წლის ქართველი თავდამსხმელი 2019 წლის სეზონის დაწყებამდე "ტარაზში" გადავიდა. ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ფრანგ თანგუნდელ სერჟ ნიუაზისთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

Transfermarkt-ის მიხედვით, ელგუჯა ლობჯანიძის სატრანსფერო ფასი 350 000 ევრო გახლავთ.