დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.

უნგრეთში 4:1 მოგების შემდეგ "ფეჰერვარი" აზერბაიჯანში 1:2 დამარცხდა "გაბალასთან" და მესამე რაუნდში გავიდა. სტუმართა გუნდის სასტარტოში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც კვლავ გაიტანა გოლი (44-ე წუთზე) და 62-ე წუთზე შეცვალეს.

"რაკუვმა", რომლის განაცხადში ისევ არ იყო ვაკო გვილია, ისევ სძლია "ასტანას", ამჯერად გასვლაზე 1:0.

"აპოელმა" ბულგარეთში მიღწეული ნულოვანი ფრის მერე ნიქოზიაში 2:0 დაამარცხა "ბოტევი". კვიპროსულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა, ხოლო გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.

"ნეფთჩი" ერთი კვირის წინ ლიმასოლის "არისთან"
0:2 დამარცხდა, დღეს კი ბაქოში სრულფასოვანი რევანში აიღო (3:0) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. "მენავთობეთა" რიგებში შეუცვლელად იასპარეზა საბა კვირკველიამ.

ნურ-სულთანში "ოსიეკთან" 1:2 დამარცხებულმა "კიზილ-ჟარმა" ხორვატიაში 2:0 გამარჯვება შეძლო. ამ შეხვედრაში ანგარიში 62-ე წუთზე გიორგი ივანიაძემ გახსნა, რომელიც მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე. მისი თანაგუნდელი ელგუჯა ლობჯანიძე სასტარტოში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.

სერბეთის "რადნიჩკისა" და მალტის "გზირას" შეხვედრა 2:2 დასრულდა და რადგან პირველ მატჩშიც ფრე (2:2) დაფიქსირდა, დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც გუნდებმა გოლები "გაცვალეს", პენალტების სერიაში კი მალტელებმა 3:1 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში მე-14 წუთზე ანგარიში სერბული გუნდის ქართველმა მცველმა ანტონ თოლორდავამ გახსნა.

"გომელმა" სალონიკის "არისთან" ორივე შეხვედრა საბერძნეთში ჩაატარა და ორივეში დამარცხდა - 1:5 და 1:2. ბელარუსულ გუნდში მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე გიორგი გოგოლაშვილი, 82-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და თავადვე გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ უნდა განგემარტათ
ჯერ პრაფესორ ინდაურებს ელუღლუღათ
თენგო
12:26 29-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული