ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველიას კონკურენტი "კიოლნში" გადადის

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ დაადასტურა, რომ "რკინიგზელთა" ცენტრალური მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი, დიდი ალბათობით, კარიერას "კიოლნში" განაგრძობს.

31 წლის ჰიოვედესი მოსკოვურ კლუბს გასულ სეზონში 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ "შალკედან" შეუერთდა, ხოლო პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში განვლილი 19 ტურიდან 15 მატჩი ჩაატარა, თუმცა მასთან ერთად "ლოკომოტივის" დაცვა გაუვალი არ ყოფილა.

თუ აღნიშნული ტრანსფერი შედგა, ძალიან კარგი იქნება საბა კვირკველიასათვის, რადგან ქართველი მცველი, რომელსაც სეზონის პირველ ნახევარში თამაში არ უწევდა, პირდაპირი კონკურენტის გარეშე დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ