ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავით ხოჭოლავა "ბენფიკასთან", სავარაუდოდ, ითამაშებს

AutoSharing Option
დღეს, 20 თებერვალს, ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "შახტარი" "ბენფიკას" უმასპინძლებს.

ამ შეხვედრაში, ალბათ, მონაწილეობას მიიღებს დონბასური გუნდის ქართველი ლეგიონერი დავით ხოჭოლავა. მან ბოლო ამხანაგური შეხვედრები სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა და თანაც, "მეშახტეთა" განაცხადში მხოლოდ 5 მცველია: თავად ხოჭოლავა, კრივცოვი, ბონდარი, მატვიენკო, ისმაილი და დოდო.

მატჩი ხარკოვში საქართველოს დროით 21:55 საათზე დაიწყება.