აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა - "შახტარმა" "რუხს" სძლია

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში „შახტარმა“ „რუხი“ 3:1 დაამარცხა.

დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგო იყო.

„შახტარს“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 49 ქულით ლიდერია და 14 აპრილს პოლტავაში „ვორსკლას“ შეხვდება.

ლვოვი. „ლვივ არენა“
შახტარი - რუხი 3:1
გოლები: 1:0 ბონდარენკო (8), 2:0 ბონდარენკო (17), 2:1 ტალესი (36), 3:1 ზუბკოვი (76)

alt"შახტარი" უკრაინის თასის ფინალში გავიდა - აზაროვმა შესვენებამდე ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული