ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან შენგელიამ "ფენერბახჩესთან" 87 წუთი იომა - ორკაცნაკლულმა "კონიასპორმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ლევან შენგელიას "კონიასპორმა" სახლში 1:0 სძლია "ფენერბახჩეს".

მაყურებლების გარეშე ჩატარებული მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა, შენგელია სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს, გოლი კი ბოსნიელმა თავდამსხმელმა რიად ბაჯიჩმა 41-ე წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმში სტუმრებმა დაწოლა გააძლიერეს, მსაჯმა მასპინძელთა ორი ფეხბურთელი გააძევა - 67-ე წუთზე მცველი ნეიც სკუბიჩი, ხოლო 76-ეზე ნახევარმცველი ომერ შაჰინერი, თუმცა მასპინძლებმა გაუძლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

"კონიასპორი" 26 ქულით მე-14 ადგილზეა და 22 მარტს გასვლაზე "გენჩლერბირლიგის" დაუპირისპირდება.