
საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველი ჯიმი ტაბიძე "პანეტოლიკოსში" გადავიდა, - ამის თაობაზე ბერძნული კლუბი თავისი საიტით იტყობინება.
"პანეტოლიკოსმა" ტაბიძეს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმა. ის ახალ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"პანეტოლიკოსის" ღირსებას "ჯვაროსნების" ნახევარმცველი ლევან შენგელია იცავს. ეს გუნდი საბერძნეთის სუპერლიგაში 18 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-11 ადგილზეა და 20 იანვარს სტუმრად "ოფის" დაუპირისპირდება.