ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო გვილია პოლონეთში ოქროს დუბლისკენ მიიწევს

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" დაძაბულ ბრძოლაში პოზნანში ადგილობრივ "ლეხს" 1:0 სძლია.

მწვრთნელმა ალექსანდარ ვუკოვიჩმა გვილია კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და უნდა ითქვას, რომ ის ურიგოდ როდი გაისარჯა. გოლი მე-17 წუთზე ტომაშ პეკჰარტმა გაიტანა, ვაკო კი 75-ე წუთზე შეცვალეს.

მან მიმდინარე ჩემპიონატის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა - 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ექტრაკლასას დასრულებმდე 3 ტურით ადრე ვარშავული გუნდი მეორეადგილოსან "პიასტს", რომელმაც საკუთარ მოედანზე კრაკოვის "ვისლა" 4:0 დაამარცხა, კვლავ 8 ქულით უსწრებს.

7 ივნისს "ლეგია"
კრაკოვში "ვისლას" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ვადამდე გახდება ჩემპიონი.

ამას გარდა, გვილიას გუნდი თასის ნახევარფინლში გავიდა, 7 ივლისს გასვლაზე "კრაკოვიას" შეხვდება და ოქროს დუბლის შანსი აქვს.