ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ჰურიეთი": "ფენერბახჩე" კიტეიშვილს 1 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
თურქული "ჰურიეთი" იტყობინება, რომ "ფენერბახჩე" დიდ სიურპრიზს ამზადებს - 10 ნომრის პოზიციაზე 32 წლის გერმანელი თავდამსხმელის, მაქს კრუზეს ნაცვლად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევს, ოთარ კიტეიშვილს შეიძენს.

გამოცემის ცნობით, სტამბულური კლუბის წარმომადგენლები კიტეიშვილის თამაშს აკვირდებოდნენ, მის შესახებ კი ინფორმაცია შოთა და არჩილ არველაძეებისგან მიიღეს, რომლებმაც ყოველმხრივ დადებითად დაახასიათეს.

კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი ტრანსფერი "ფენერბახჩეს" 1 მილიონი ევრო დაუჯდება.