კიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმი" სახლში 2:0-ს იგებდა და წაგება მოახერხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა ვენის "რაპიდთან".

34-ე წუთზე შტეფან ჰიერლანდერმა მასპინძლები წინ გაიყვანა, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კიტეიშვილმა კირილ დესპოტოვის პასით ანგარიში 2:0 გახადა.

მეორე ტაიმში დედაქალაქელებმა სამი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

გრაცული გუნდი 19 ქულით ფინალურ ექვსეულში უკანასკნელ ადგილზეა და პირველ ივლისს სტუმრად "ზალცბურგს" დაუპირისპირდება, რომელმაც ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა ოქროს მედლები. პრაქტიკული თვალსაზრისით ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

კიტეიშვილმა ჩემპიონატის 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და
დიდი ალბათობით, მალე "ფენერბახჩეში" გადავა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს შტრუმი რანაირი გუნიდა რა , ისე სულ მიკვირდა ბოლო ხანია ტუღქებს ქართველები რატო არ მიყავსთქო და თურმე არ გვყოლია მათ შესაფერისი ფეხბურთელები , წამოვიდნენ ბიჭები და დაიწყეს ჩვენით დაინტერესბაც ნელ ნელა .
ლაშა
11:17 29-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული