გიორგი შელია კვარაცხელიაზე: ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აღმატებული ტონით არ ვსაუბრობ

AutoSharing Option
ქართველმა მეკარე გიორგი შელიამ, რომელიც "ტამბოვიდან" გროზნოს "ახმატში" გადაბარგდა, ვრცელი ინტერვიუ მისცა sportbox.ru-ს და სხვა საკითხებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთ ხომ არ გამოგდით "ფინტაობა"?
- ეს ბიჭი, ჩემთან შედარებით, სხვა ლიგაში თამაშობს. მცველებს მარჯვნივ და მარცხნივ შემოტყორცნის ხოლმე. ასეთი რამ არც კი დამსიზმრებია. ის ძალიან ყოჩაღია!
ახლანდელ ფეხბურთში ძალიან რთულია ფორვარდთან გამკლავება, რომელმაც სისწრაფე აკრიფა და თავისუფალი სივრცეც აქვს. თუმცა მეტოქის მოტყუება მცირე მონაკვეთში ბევრს არ გამოსდის. ხვიჩა კი ძალიან სახიფათოა, მაშინაც კი, როცა ერთ ადგილას დგას.

არის
ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი?
- ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აღმატებით ტონში საუბარი არ მიყვარს. ხვიჩამ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ბევრს შეუძლია აფეთქება, თუმცა წლების განმავლობაში მაღალ დონეს ვერ ინარჩუნებენ.

თუ კვარაცხელია ამჟამინდელ მაჩვენებლებს 2-3 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, მაშინ უკვე შეგვეძლება თქმა, რომ ის ტოპ ფეხბურთელია. ვნახოთ, რა იქნება.

ადრე თქვით, რომ მოსკოვში 13 წლის ასაკში ჩამოხვედით, რუსულად ყველაფერს ხვდებოდით, თუმცა ვერაფერს ამბობდით. რთული იყო. ხვიჩა კი ახლა მსგავს სიტუაციაშია...
- მან ენობრივი ბარიერი უნდა გადალახოს. მე ძალიან მოვინდომე და გამომივიდა. უნდა ვაღიარო, ადვილი არ ყოფილა. ისიც სათქმელია, რომ მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

ხვიჩას ისედაც ყველაფერი ესმის. მცველი, მეკარე და საყრდენი მატჩის მიმდინარეობისას მუდმივად საუბრობენ ერთმანეთში. ხვიჩამ კი ვის უნდა დაუყვიროს?

გიორგი შელიამ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელია პირველ ადგილზე დააყენა.





მკითხველის კომენტარები / 7 /
ა კაცი, ესმის ფეხბურთი 100%. აბა ჩვენი ჟურნალისტები,რომ გააღმერთებენ ფეხბურთელებს ერთი ფინტის შემდეგ და აჰყვებიან გულშემატკივრები. 2 თვის შემდეგ აღარც კი ვიცით სად თამაშობს ხოლმე, ჩვენი "ამომავალი" ვარსკვლავი.არაა საჭირო ბაქი-ბუქი და ვაი-ვიში. დღევანდელ ფეზბურთში სტაბილურობა ყველაზე ძვირად ფასობს
0
ბაჩი
თავად თუ გესმის რა დაწერე?
ანუ შენ ეძებ კაცს, მხოლოდ ბანჯგვლიანს და გადარეულს? შენით მოიფიქრე, თუ გიკარნახეს?
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
17:32 06-08-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული