ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავითაშვილი "როტორში" ჯუღელის "ქართულ სათვისტომოს" შეუერთდება?

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და "Бизнес Online"-ის ცნობით, არაა გამორიცხული, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით "როტორში" გაუშვან.

გამოცემის აზრით, ზურიკო ხვიჩა კვარაცხელიაზე არანაკლებ ნიჭიერია. ყაზანურ გუნდს არ უნდა, დაკარგოს. "როტორში" შეუძლია ლიდერი გახდეს და უკან სულ სხვა დონეზე მყოფი დაბრუნდეს.

თუმცა ამ ტრანსფერს "რუბინის" ვარსკვლავის, კვარაცხელიას ფაქტორი აბრკოლებს, რომელზეც შეიძლება ზურიკოს გუნდიდან წასვლამ უარყოფითად იმოქმედოს.

ვოლგოგრადულ კლუბში აგენტი მამუკა ჯუღელი "ქართულ სათვისტომოს" ქმნის - იქ უკვე არიან ჯანო ანანიძე, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე, ხოლო საბა კვირკველია
შეიძლება სულ მალე შეუერთდეს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ