ზურიკოს საგოლე გადაცემა - "ბორდო" კომპენსირებულ დროში კაცნაკლულ "სენტ-ეტიენთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 2-ის 33-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე მესამე ადგილზე მყოფ „სენტ-ეტიენთან“ დამარცხდა, რომელიც 73-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა- 1:2.

„ბორდო“ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვა და წააგო.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ისევ კარგად ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. მან ყვითელი ბარათი მიიღო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

დავითაშვილმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 32 მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ქართველმა flashscore-სგან თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 7.1 მიიღო. Sofascore-მ მისი თამაში
7.2 ქულით შეაფასა.

ჟირონდული გუნდი 41 ქულით მე-14 ადგილზეა და 23 აპრილს „დიუნკერკს“ უმასპინძლებს.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“

სენტ-ეტიენი - ბორდო 2:1
გოლები: 0:1 დიასი (42), 1:1 კარდონა (90+1), 2:1 კარდონა (90+4)
გაძევება: ნადე (73, სენტ-ეტიენი)

alt"საქართველოს გზა ევროპაშია, ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს" - კვარაცხელია და დავითაშვილი "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოდვაა ზურიკო ესეთ სუსტ გუნდში. როგორმე უნდა წავიდეს სადმე, თორემ გია გურულივით დაასრულებს კარიერას მეორე ლიგაში.
ჯადო
11:02 21-04-2024
0
კაცნაკლული გუნდი ,თამაშს რომ შემოგიბრუნებს,რაღაა სალაპარაკო.არ მიყურებია,მაგრამ დაცვა ჰყავს ძალიან სუსტი.
სოსო
23:17 20-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული