ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველია კარიერის დასრულებას აპირებდა...

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური ბატურენკომ "რკინიგზელთა" "როტორში" განათხოვრებულ ქართველ მცველ საბა კვირკველიაზე ისაუბრა.

"კვირკველიას სერიოზული ტრავმა ჰქონდა. პრემიერლიგის ბოლო ტურში, "უფასთან" დაშავდა. შემდეგ კი საქმე გართულდა, კუნთებს ტკივილები "ჭამდნენ". ექიმები რას არ აკეთებდნენ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში სირბილიც კი არ შეეძლო.

გეუბნებით, ვერც კი დარბოდა. ასეთ ტრავმაზე არასდროს არაფერი მსმენია. საბას ამ მდგომარეობიდან გამოყვანას დიდი ხანი ცდილობდნენ. კვირკველია კარიერის დასრულებას აპირებდა. მე და სიომინმა გადავაფიქრებინეთ.

მასზე ამბობენ, ზარმაციაო, მაგრამ სრული აბსურდია. საბას არასდროს არაფერი დაზარებია. კვირკველიას ერთი საოცარი თვისება
აქვს - ყოველთვის 100%-ით თამაშობს. ფეხბურთელებში ასეთი რამ იშვიათია. დიახ, არის ბევრი რამ, რაც არ გამოსდის და არ შეუძლია, თუმცა ბოლომდე იხარჯება და საკუთარ საუკეთესო მხარეებს იყენებს.

საკუთარ კარში გოლის გატანა ცუდია, მაგრამ რამდენჯერ გადაგვარჩინა გაშვებული გოლისაგან? არიან ფეხბურთელები, რომელთა კარიერაში ავტოგოლი არ ყოფილა, თუმცა არც არასდროს გადაურჩენიათ გუნდი. კვირკველია ვიღაცებმა ცოცხლად გაატყავეს, ის კი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია", - განაცხადა ბატურენკომ.

მომზადებულია sport24-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ