კვირკველიამ რონალდოს წინააღმდეგ ითამაშა - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ალ ნასრმა" საკუთარ მოედანზე "ალ ოხდუდი" 3:0 დაამარცხა.

რონალდომ დუბლი შეასრულა და 15 გოლით ბომბარდირია. ყველა ტურნირზე "ალ ნასრში" მან 43 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ალ ოხდუდში" შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, რომლის თამაში Sofascore-მა 6.6 ქულით, ხოლო Flashscore-მა 6.3 ქულით შეაფასა. რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდო დაასახელეს, ხოლო სტუმართა რიგებში საუკეთესო 35 წლის ბრაზილიელი მეკარე პაულო ვიტორი იყო.

Sportall.Ge

"ალ ნასრი" 34 ქულით მეორე ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება "ალ
ჰილალს", რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. უმაღლეს დივიზიონში წელს გადასული "ალ ოხდუდი" კი 10 ქულით მეთექვსმეტე პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ მესმის რატომ იძახებენ მაინც ამას ნაკრებში?! იმაზე არ ვხუჭავ თვალებს,რომ ადრე კარგი ფეხბუთელი იყო საბა, მაგრამ უკვე ახლა აღარ არის საჭირო. დამთავრდა გურამისა და კვირკველიას დუეტი ჩემთვის.
ეჰჰ სანიოლ-ხიზანა
16:07 25-11-2023
3
არაა მარტივი რონალდოს წინააღმდეგ თამაში. ნუ ხართ ბოღმიანები. საბამ საუკეთესო წლები დაასრულა. ამიტომ არის არაბეთში
ვანჩოპე
14:58 25-11-2023
9

სიახლეები პოპულარული