ბელგიური მედია: ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა - "გენტმა" დიდი სანთელი უნდა დაანთოს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" 2:1 დაამარცხა "რაპიდი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეორე გოლი რომან იარემჩუკმა გიორგი ჩაკვეტაძის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანა. გიორგიმ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ბელგიური პრესა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ვფიქრობ, მუხლის პრობლემა ჰქონდა. თავიდან მეგონა, ტრავმა ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ ნამატჩევს ის ნორმალურად გამოიყურებოდა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედია, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ჩვენ დავბრუნდით, რათა ის თავის საუკეთესო ფორმაში ჩადგეს", - ციტირებს მწვრთნელ ვიმ დე დეკერს sportmagazine.

voetbalprimeur-მა გიორგის ტრავმის შესახებ
შემდეგი აღნიშნა:

ინერვიულეთ ჩაკვეტაძის გამო

"ჯონათან დავიდის წასვლის შემდეგ ჩაკვეტაძე შანსს იღებს. ქართველმა წასული კანადელი უნდა დაგვავიწყებინოს. ის "რაპიდთან" დიადი ჩემპიონი იყო და პენალტი მოიპოვა.

თუმცა, დაშავდა და ისევ გვაჩვენა, რომ შუშის ადამიანია. მოედნიდან დაუხმარებლად ვერ გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ კიევის "დინამოსთან" შეხვედრა გვიწევს, "გენტმა" იმისათვის, რათა უკრაინელებთან მოედანზე შემართული ჩაკვეტაძე ვიხილოთ, დიდი სანთელი უნდა დაანთოს".

ექიმების პირველადი დასკვნით, გიორგის ნაოპერაციები მუხლი არ უტკენია და კუნთების 
დაჟეჟილობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
აუუუ რა მაგარი ინფოა ღმერთმა ქნას არ იყოს სერიოზული და საერთოდ არაფერი არ იყოს.
ლშ
16 სექტემბერი 2020 02:42
0
ღმერთი ჩვენსკენ! დიდება შენდა დიდო ღმერთო!
დ.დ.
16 სექტემბერი 2020 02:25
2
დინამოსთან კი არა 8-ში ჯანზე იყოს, კაი ჯანდაბას 8-ც, მთავარია ძაან სერიოზული არ იყოს და მართლა ხელი არ შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში რაც ამ ბიჭს ელოდება!!! გიო ყველა ვნერვიულობთ და გვერდში გიდგავართ!!!
ზურა
16 სექტემბერი 2020 02:20
1
მოწონებაზე დავაჭირე და მეუბნება,თქვენ უკვე შეაფასეთო.კარგი ბატონო, ძალიან რომ მომეწონოს და ორჯერ მოვიწონო,ამით რა დაშავდება?ტაში რომ ტაშია,იქაც კი არის კანტი-კუნტი ტაში,ტაში,მქუხარე ტაში,ოვაცია,ფეხზე ამდგარი მქუხარე ტაში და ბრეჟნევის დროს,მქუხარე ტაშთან ერთად,დარბაზში გაისმის შეძახილები,გაუმარჯოს კომუნისტურ პარტიას....კიდევ სხვა რამეებიც ემატებოდა ხოლმე და ჩვენ,გიორგის გულისათვის ორჯერ მოწონება რომ დავაწკაპო.მაგასაც მიკრძალავთ?ახლა კი ვხუმრობ,მაგრამ წუხელ დანა პირს არ მიხსნიდა,ისეთ გუნებაზე ვიყავი,მისი მოედნიდან გაყვანა რომ დავინახე.
სოსო
16 სექტემბერი 2020 16:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული