ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზედიზედ მეორედ - ხვიჩა "რუბინის" თვის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" "ფეისბუქგვერდის" მიხედვით, სექტემბრის თვეში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ფანებმა ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.

ქართველმა ნახევარმცველმა გულშემატკივართა ხმების 50% მიიღო. მეორე ადგილზე კორეელი ინ ბომი (38%) გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად დანიელ ოლივერ აბლიგორს (5%) ხვდა.

სექტემბერში კვარაცხელიამ "რუბინის" მაისურით 1 გოლი გაიტანა, 2 პენალტი მოინადირა. გარდა ამისა, ქართველი გულშემატკივრებს სიამოვნებას ლამაზი დრიბლინგითაც ანიჭებს.

ასევე დაგაინტერესებთ