რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
"რუბინი" პრემიერლიგის მეათე ტურში ყაზანში "ახმატს" დაუზავდა - 1:1.
ანგარიში 53-ე წუთზე კვარაცხელიამ გახსნა. მან მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა, საოცარი სისწრაფით მეორე მოწინააღმდეგეს გასცდა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა.
სულ საყვედურობდნენ, გოლი ვერ გააქვსო და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე 10 მატჩში 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.
68-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "რუბინის" ნახევარმცველი დარკო იევტიჩი, ხოლო მე-80 წუთზე ყაზანელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მელქაძემ გამოიყენა.
"რუბინი" 15 ქულით მერვე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.
ზღაპრული გოლი იცით თქვენ რა არის? ზიდანმა რომ გაუტანა ლევერკუზენს, რონალდიონიომ ჩელსის და ა.შ. ჩვეულებრივი გოლია, რომელიც ხვიჩას სისწრაფეს, კოზირებს გვაჩვენებს. სასიხარულოა ეს გოლი და ყველას გვიხარია. მაგრამ აი ზღაპრული ნამდვილად არ არის. ისედაც ქართველ ფეხბურთელებს თავში უვარდებთ ყველაფერი და თქვენი აი ეს იდიოტიზმი უნდა კიდე ამათ? ცოტა ადეკვატურები და ობიექტურები იყავით. სირცხვილია. ხვიჩას გოლი ყველას უხარია და ისედაც შემოვიდოდა აქ ამდენი ადამიანი, მაგრამ ეს რასაც თქვენ აკეთებთ არის სირცხვილი. პლიუს ამ საიტზე შემოსვლა მეზარება, სხვაგან შევდივარ. ყველა გვერდზე გადასვლსას საზიზღარი რეკლამა, რომელოც არასდროს გშორდება. სამარცხვინოები ხართ, სტატიის ავტორიან საიტის ადმინისტრაციიანად. ხვიჩას კი, ჩვენს ოქროს ბიჭს, წარმატებები