ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ღურწკაია: "რუბინმა" ხვიჩა 18 მილიონად არ გაყიდა, რადგან მალე 25 მილიონი ეღირება

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან "იუთუბის" არხზე სტუმრობისას "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ამ ზაფხულში "რუბინს" კვარაცხელიაში 18 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ რუსტემ ფიდაევის ძემ (კლუბის გენერალური დირექტორი საიმანოვი) უარი უთხრა. "მივიღებ 15-მილიონიან შეთავაზებას კარგი კლუბისგან, მაგრამ არა რუსულისგან. ჩვენ მას არ ვყიდით, ზამთრის პაუზამდე ვეცდებით, ეს საკითხი არც განვიხილოთ, რათა წინადადებამ არ გვაცდუნოს", - თქვა მან.

მომავალ ზაფხულში ის 18 მილიონზე ნაკლები არ ეღირება. 30 მილიონი? დიახ, თუ ახლა საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე გავა, ზაფხულში მინიმუმ 25 მილიონი
ეღირება. ის მხოლოდ 20 წლისა იქნება. ხვიჩა უკვე თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერია".

ასევე დაგაინტერესებთ