ღურწკაია: "ლოკომოტივს" 15 მილიონად ხვიჩას დაბრუნება არ უღირს

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ მოსკოვის "ლოკომოტივში" "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი:

- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლოკომოტივი" მზადაა მირანჩუკის ტრანსფერისგან შემოსული თანხით კვარაცხელია შეიძინოს.
- ჩემო მოსაზრება ასეთია: ხვიჩას გაშვება დიდი შეცდომა იყო, მაგრამ დღეს არის რიბჩინსკი, რომელიც ნაკრების კარს უკაკუნებს. ხვიჩა რომ დარჩენილიყო, ამ ბიჭის შესახებ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებდა. დღეს ხვიჩა ლამაზ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მარამ არა მგონია "ლოკომოტივს" სჭირდებოდეს. ეს ფულის საკითხი არ არის.

ახლა ამ პოზიციაზე გუნდს საკუთარი კლუბის აღზრდილი ჰყავს.
ვფიქრობ, ამ 15 მილიონი ევროს ნახევრიც კი, რომელზეც მედიასაშუალებები წერენ, არ ღირს ხვიჩაში გადაიხადონ. ეს ჭორები "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობის კიდევ ერთხელ ჩხვლეტისათვის ვრცელდება: ნახეთ, ვინც ხელიდან 3 მილიონად გაუშვით, 15 მილიონი ღირს. ხვიჩაზე ძალიან ბევრი ავანსი გაიცემა, რადგან შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

თუ გოლი+პასის მიხედვით სტატისტიკას ავიღებთ, მას რიბჩინსკისთან დაახლოებით თანაბარი მაჩვენებელი აქვს. ის, რომ დღეს ეს ბიჭი "ლოკომოტივში" გამოჩნდა, იმას ნიშნავს, რომ გუნდში თავიანთ აღზრდილებს შეუძლიათ ითამაშონ. ვინაიდან ასეთი ბიჭი გამოჩნდა, საპირისპირო მიმართულებით უცხოელის აყვანა უკვე არ ღირს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული