ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩას მოყინულ მოედანზე თამაში გაუჭირდა და თებერვლის ბოლომდე დაისვენებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" სარანსკში 1:0 დაამარცხა "ტამბოვი".

მატჩის წინ ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ დაიჩივლა, რომ გაზონი მოყინული იყო და 90-იან წლებში დაბრუნდნენ. თუმცა, ეს ფაქტორი მათ დაეხმარა. მოედანზე ხაზები ვერ გაავლეს, VAR-მა ვერ იმუშავა და სამოშნიკოვს თამაშგარედან გატანილი გოლი ჩაუთვალეს. "რუბინის" ფეხბურთელები კი ხუმრობდნენ, რომ თხილამურების გარეშე თამაში მოსახერხებელი არ იყო.

კვარაცხელია სასტარტოში იყო, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაუჭირდა, თუმცა აქტიური გახლდათ, სამი საგოლე მომენტი ჰქონდა, რომელთაგან ვერც ერთი ვერ გამოიყენა და 79-ე წუთზე
შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში მეოთხე ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს.

უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაში მყოფ "ტამბოვში" 19 წლის მცველმა ზურაბ გიგაშვილმა და 21 წლის ნახევარმცველმა ვლადიმირ კობახიძემ ითამაშეს. ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში პენალტის დანიშვნას ამაოდ ითხოვდა.

"რუბინი" 27 ქულით მერვე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 3 ქულა აშორებს, 17 დეკემბერს გროზნოში "ახმატს" შეხვდება და შვებულებაში გავა - პრემიერლიგა თებერვლის ბოლოს განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ