პსჟ უკვე 120 მილიონს იხდის - კვარაცხელია და "ნაპოლი" პირობებზე ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან მიღწეულ შეთანხმებას spazionapoli-მ ნეაპოლში "ეკიპის" მიერ სატრანსფერო ბომბის ჩამოგდება უწოდა, რამაც ქაოსი გამოიწვია. დღეს "კორიერე დელო სპორტმა" "ნაპოლის" გულშემატკივრები დაამშვიდა, რომ კვარაცხელია "ნაპოლის" მომავალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დარჩენაზე დაითანხმა, თუმცა Foot Mercato-ს მტკიცებით, საქმე ასე მარტივად არაა.

ფრანგული გამოცემის ცნობით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი პარიზული კლუბის საფეხბურთო მრჩეველს ლუის კამპუშს მონაკოში შეხვდა და "პარი სენ ჟერმენი" მზადაა ტრანსფერში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველს სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს და კონტრაქტში პუნქტის შეტანას სთავაზობს,
რომლის მიხედვით მისი გამოსასყიდი ფასი 160 მილიონი იქნება, მაგრამ "კვარა" მინიმუმ 6 მილიონს ითხოს (დაახლოებით იმდენს, რამდენსაც პსჟ სთავაზობს) და აგრეთვე მისი სურვილი გამოსასყიდი ფასის 130 მილიონამდე დაწევაა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აუფ აფსურდია რატომ არის აფსურდი იმიტომ რომ შური გაგიჟებდ აბა იყოს ბრაზილიელი მერე რას დაწერდიდ იყავიდ შენი ქვეყნის უმაგრეს ბიჭზე სიყვარულიდ და თუ არ გევასებათ საერთოდ ნუ წერდ ნურაფერს.აგერ ნახავთ თუ არ გადაიხადონ ასორმოცდაათი მილიონიც მერე რას იტყვიდ როგორ მაინტერესებს ერთი გასკდიდ გულზე ბოროტო და შურიანო არსებებო .კვარა ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ
დდდ
11:24 07-06-2024
0
საოცარია პირდაპირ, ბელინგემის 250 გჯერავთ და ხვიჩას 120 ზღაპარია ე.ი. სანამ რამეს დაწერთ, იქნებ გადახედოთ სპორტულ , ან რაიმე თქვენთვის დამაჯერებელ საიტს . თუ დაგესიზმროთ უნდა. როგორაა თქვენი დაჯერების კრიტერიუმები. ზღაპარიაო კაცი ამბობს, გამოდის თავის დროზე ზღაპარი თქვენთვის არავის წაუკითხავს. პ.ს. რომ გაიყიდოს ამ ფასში , მაშინ რას იტყვით, თუ შეეშვებით ამ საქმეს?
ამატაკი
14:13 02-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული