sport24-მა სტატისტიკური კომპანია InStat-ის მონაცემების მიხედვით რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრე შეაჯმა და "რუბინის" 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
ორთაბრძოლებსა და დრიბლიორებში საუკეთესო
"შეტევაში ორთაბრძოლებში ხვიჩა საუკეთესოა (302 ბრძოლა, 45% წარმატებული). ოდნავ ჩამორჩნენ არტიომ ძიუბა (295, 44%) და ბიკფალვი (292, 36%).
ყველაზე ხშირად დრიბლინგზე "რუბინის" ფეხბურთელები მიდიან. უფრო ზუსტად, კვარაცხელია, რომელიც რაღაც კოსმოსს აჩვენებს. ყაზანელი ქართველი დრიბლინგზე 219-ჯერ წავიდა, საშუალოდ 16-ჯერ მატჩში. შედარებისათვის, მეორე ადგილზე მყოფი დანილ ლესოვოი "დინამოდან" დრიბლინგზე 156-ჯერ წავიდა (საშუალოდ 10-ჯერ მატჩში)".