კანკავას დებიუტი ფრანგულ გუნდში დრამატულ მატჩში შედგა

AutoSharing Option
ფრანგულ "ვალანსიენში" საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში "ვალანსიენი" სტუმრად დაუზავდა აუტსაიდერ "შატორუს" (3:3), კანკავამ კი შეუცვლელად ითამაშა.

ჯაბას გუნდი თავიდან აგებდა, შემდეგ დაწინაურება მოახერხა, მაგრამ 90-ე წუთზე გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.

ნამატჩევს "ვალანსიენის" მწვრთნელმა ოლივიე გეგანმა კანკავა და "გენგამიდან" ახლახან გადაყვანილი თავდამსხმელი გაეტან რობაილი შეაქო, რომელიც შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 3 საგოლე პასი გააკეთა.

"რობაილი და კანკავა ძალიან სასარგებლონი იყვნენ. გუნდში ადაპტაციისთვის დრო არ ჰქონდათ, მაგრამ ისე ითამაშეს, თითქოს კარგა ხანია
აქ არიან. კიდევ უფრო მეტად წაადგებიან გუნდს. ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება".

"ვალანსიენი" 28 ქულით მე-8 ადგილზეა და 26 იანვარს "პარიზს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბრავო ჯაბსონ :))(
ლშა
24 იანვარი 2021 03:34
0
საქართველოს ნაკრების კაპიტანი რომ საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშობს ეს რაზე მიუთითებს? ამის მერე რაზე უნდა გვქონდეს საერთოდ პრეტენზია?
ზურა
24 იანვარი 2021 03:28
56
კაპიტანის ასაკი ჯერ ერთი და მეორეც ეგ ლიგა დაბალი დონე გგონია???
კომბა
24 იანვარი 2021 03:45
2
კაი რა 34 წლის კაცისგან უკეთესი რა გინდათ, ფედერაციას მთხოვეთ პასუხი ამდენი თვეა მწვრთნელი ვერ დაუნიშნიათ.
jjj
24 იანვარი 2021 13:10
2
ყველა გამოხმაურება
კანკავას ნაკრებისთვის არასოდეს უღალატია!!!
ნაკრების მწვრთნელს რაც შეეხება შეგნებულად წელავენ.ნაკრებს თავიანთი ბანდის წევრი ხიზანიშვილი გამოიყვანს მოედანზე......
zura
24 იანვარი 2021 17:45
2
კარგით რა ნახევარი ნაკრები ანორთოსისია მეორე კი როტორი რაღა დონეზე საუბრობთ
ზორბეგი
24 იანვარი 2021 11:07
4
კანკავა მიყვარს (y) რაგბის მენტალიტეტი აქვს
რაგბის ფანი
24 იანვარი 2021 21:07
0
და როგორ ამაყობენ...)))
ჯაბა
24 იანვარი 2021 15:54
6
ეგენი საერთოდ სადმე რო არიან უკვე საქმეა,
ლაშა
24 იანვარი 2021 11:11
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული