შესაძლოა, კაშიამ კარიერა ყაზახეთში განაგრძოს

AutoSharing Option
პორტალ Meta-ratings.kz-ის ჟურნალისტი აიდინ კოჟახმეტი წერს, რომ "ასტანას" საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია შესთავაზეს.

წყაროს ცნობით, ყაზახეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ქართველი მცველის დამატების ვარიანტი ძალიან მოეწონათ და წესით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულიც უნდა იყოს.

"ასტანა" ბოლო 10-წლეულში ყაზახეთის საუკეთესო გუნდია და 2020 წლამდე ბოლო 6 სეზონი ქვეყნის ჩემპიონი სწორედ ეს გუნდი ხდებოდა. გასულ სეზონში პირველი ადგილი "ქაირათმა" დაიკავა, "ასტანა" კი მე-3 ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

რაც შეეხება გურამ კაშიას, ქართველი მცველი ბოლოს "სან ხოსე ერსქვეიქში" თამაშობ
და, რომელთანაც კონტრაქტი დაუსრულდა და ახლა თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ვარჯიშობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ასტანა ცუდი ვარიანტი არ არის 33-წლის ფეხბურთელისთვის თან ნაკრებსაც იქედან უფრო შეეშველება,ისე კი დროა კაშიას ადგილი ნაკრებში სხვებმა დაიკავონ არიან მცველები ნაკრებში.
ziko
19:05 16-02-2021
0
kazaxetchi tamachi legionorobas ar nichnavs, magas jobda romelime kartul gundchi casulikavi, 2 celicadchi ise aicevs kartuli liga aket chegvexveceba beberi legionerebi axla ro ar gvkadruloben ak tamachs.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული