ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნინუა საბერძნეთის ჩემპიონატის 5 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელეს

AutoSharing Option
რუსულ სპორტულ პორტალ sports-ზე გამოქვეყნდა ბლოგი, სათაურით: "საბერძნეთის ჩემპიონატის მთავარი ახალგაზრდა ტალანტები" და 5 ფეხბურთელიდან შემდგარ სიაში მე-3 ადგილზე ქართველი ნიკა ნინუა დასახელდა.

აი, რა წერია ნიკას შესახებ ბლოგის ტექსტში:

"მესამე ადგილზე პაოკ-ის საყრდენ ნახევარმცველ ნიკა ნინუას ვაყენებთ. 2020 წელს ბერძნულმა კლუბმა თბილისის "დინამოს" 850 000 ევრო გადაუხადა. ახალ გუნდში მოედანზე ხშირად არ გამოდის, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, ვფიქრობთ, მეტი დროც შეიძლება მიიღოს.

საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დროს თავი ლამაზი გოლით დაგვამახსოვრა. საყრდენის გარდა 10 ნომერზე თამაშიც შეუძლია. ძლიერი მხარეებიდან გამოსარჩევია
ფიზიკური მონაცემები, ართმევა, გამძლეობა, თავით თამაში და ასევე, საქართველოში საჯარიმო დარტყმებს თამაშისას ბრწყინვალედ ასრულებდა."

21 წლის ნახევარმცველს გერმანული საიტი transfermarkt-ი 1 მილიონ ევროდ აფასებს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პაოკ-ის რიგებში 9-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტეგები: