სუპერლიგის მეთერთმეტეადგილოსანი "ლამია" სატურნირო ცხრილში მასზე ქვემოთ მყოფ "ატრომიტოსს" ესტუმრება. ბაჩანა არაბულთან ერთად, ახალ ბერძნულ კლუბში ნიკა ნინუას დებიუტს ველით. მოგეხსენებათ, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ პაოკ-ის წევრია და ახლა იჯარით თამაშობს.
არაბულის ანგარიშზე 16 შეხვედრაში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასია. იმედია, ნინუა, "ანორთოსისისგან" განსხვავებით (სადაც უკანასკნელად 25 სექტემბერს ითამაშა), ახალ კლუბს მოერგება და ათამაშდება, რათა ამბიციურმა პაოკ-მა დაიბრუნოს.
მატჩის დაწყების დრო 19:15 საათია.
თემურ ქეცბაიას
ქართველი სპეციალისტის გუნდი, რომლის კარსაც გიორგი ლორია იცავს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში "არისს" უმასპინძლებს. მე-6 ადგილზე მყოფმა ფამაგუსტელებმა ბოლოს მარცხის გემო 2021 წლის 4 დეკემბერს იგემეს (პაეეკ-თან 2:3), ამის შემდეგ კი ყველა ტურნირზე 5 მატჩში გაიმარჯვეს და ამდენივე ფრეს მიაღწიეს. მე-4 ადგილზე მყოფ აპოელ-ს რომ არ ჩამორჩეს, ქეცბაიას გუნდს კიდევ ერთი გამარჯვება (ჩემპიონატში ზედიზედ 3 ფრის შემდეგ) აუცილებლად სჭირდება.
შეხვედრა ჩვენი დროით 21:00 საათზე აიღებს სტარტს.
ზედიზედ 9 მატჩში დაუმარცხებელი ქეცბაიას "ანორთოსისი" მეოთხედფინალშია
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]